ქვა, რომელიც თქვენს ხასიათს გამოხატავს.
ლაბორატორიული ბრილიანტები და ფერადი ქვები საქართველოში — რეალური პარამეტრებით, გამჭვირვალე ფასით და პირადი შერჩევით.

პოპულარული მრგვალი ბრილიანტები
ხელმისაწვდომია D, E და F უფერო დიაპაზონი. აირჩიეთ ზომა და სისუფთავე თქვენი პრიორიტეტის მიხედვით.
ნახეთ, როგორ იცვლება ქვა 0.3-დან 5 კარატამდე
კარატი წონაა; ხელზე ხილულ ზომას მილიმეტრები განსაზღვრავს. მოდელი კალიბრირებულია რეალური ხელის ფოტოზე, ფიზიკური დიამეტრით.




ზომა 6 ხელზე · Round-ის ტიპური face-up დიამეტრი
რატომ არის ეს ზუსტი ორიენტირი და არა გარანტია? ერთნაირი კარატის ორ ქვას ჭრის სიღრმის გამო განსხვავებული დიამეტრი შეიძლება ჰქონდეს. საბოლოო ვიზუალიზაციაში ყოველთვის კონკრეტული IGI ანგარიშის „Measurements“ უნდა გამოვიყენოთ.
ლალი, ზურმუხტი და პარაიბა
ფასი ითვლება კარატის მიხედვით. ზუსტი ტონი, ზომა და ჭრა შეთანხმდება შეკვეთამდე.
დაიწყეთ იმით, რაც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია
არჩევანი უფრო მარტივია, როცა პირველ რიგში საკუთარ პრიორიტეტს განსაზღვრავთ. დანარჩენ პარამეტრებს ჩვენ შევაჯერებთ.
გახსენით სრული გზამკვლევიზომა
თუ ვიზუალური ეფექტი მთავარია, ბიუჯეტი კარატზე გადავანაწილოთ.
სისუფთავე
თუ დეტალებში სრულყოფილება გსურთ, VVS არჩევანი განვიხილოთ.
ბალანსი
VS ხშირად საუკეთესო თანაფარდობაა სილამაზესა და ფასს შორის.
ოთხი ნაბიჯი შეკვეთამდე
- 1
ირჩევთ მიმართულებას
ზომა, სისუფთავე, ფერი ან სასურველი ბიუჯეტი.
- 2
გთავაზობთ კონკრეტულ ქვას
ხელმისაწვდომობა, ზომები და შესაბამისი დოკუმენტი.
- 3
ვაფიქსირებთ შეკვეთას
ფასი და ვადა წერილობით; წარმოება იწყება 50%-იანი დეპოზიტის შემდეგ.
- 4
ვაწარმოებთ და გაწვდით
დადასტურებული პარამეტრებით; დარჩენილი გადახდა შეთავაზების პირობებით.
გაქვთ ბიუჯეტი, მაგრამ არა ზუსტი პარამეტრები?
მოგვწერეთ რა ტიპის სამკაულისთვის ეძებთ ქვას და რა ბიუჯეტში. შემოგთავაზებთ 2–3 გასაგებ ვარიანტს.
კითხვები, რომლებიც არჩევამდე ჩნდება
ლაბორატორიული ბრილიანტი ნამდვილი ბრილიანტია?+
დიახ. მას ბუნებრივი ბრილიანტის მსგავსი ქიმიური და ფიზიკური შემადგენლობა აქვს. განსხვავება წარმოშობაშია: ის კონტროლირებულ ლაბორატორიულ გარემოში იქმნება.
ყველა ქვას IGI სერტიფიკატი ახლავს?+
ჩვენი ძირითადი ბრილიანტები IGI ანგარიშით მზადდება. საბოლოო დადასტურებამდე მიიღებთ კონკრეტული ქვის ანგარიშის ნომერსა და პარამეტრებს, რომელთა შემოწმებაც დამოუკიდებლად შეგიძლიათ.
რატომ არის ფასი საორიენტაციო?+
ქვები შეკვეთით შეირჩევა. საბოლოო ფასი დამოკიდებულია იმ მომენტში ხელმისაწვდომ ქვაზე, კურსზე, ტრანსპორტირებასა და არჩეულ პარამეტრებზე.
როგორ ხდება შეკვეთა?+
გვიგზავნით მოთხოვნას, გთავაზობთ კონკრეტულ ვარიანტებსა და დოკუმენტებს. წერილობითი შეთავაზების დადასტურებისა და ღირებულების 50%-ის დეპოზიტის შემდეგ წარმოება იწყება.




